საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • es26 გვ. 47-57
  • მაისი

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • მაისი
  • წმინდა წერილების ყოველდღიური განხილვა – 2026
  • ქვესათაურები
  • პარასკევი, 1 მაისი
  • შაბათი, 2 მაისი
  • კვირა, 3 მაისი
  • ორშაბათი, 4 მაისი
  • სამშაბათი, 5 მაისი
  • ოთხშაბათი, 6 მაისი
  • ხუთშაბათი, 7 მაისი
  • პარასკევი, 8 მაისი
  • შაბათი, 9 მაისი
  • კვირა, 10 მაისი
  • ორშაბათი, 11 მაისი
  • სამშაბათი, 12 მაისი
  • ოთხშაბათი, 13 მაისი
  • ხუთშაბათი, 14 მაისი
  • პარასკევი, 15 მაისი
  • შაბათი, 16 მაისი
  • კვირა, 17 მაისი
  • ორშაბათი, 18 მაისი
  • სამშაბათი, 19 მაისი
  • ოთხშაბათი, 20 მაისი
  • ხუთშაბათი, 21 მაისი
  • პარასკევი, 22 მაისი
  • შაბათი, 23 მაისი
  • კვირა, 24 მაისი
  • ორშაბათი, 25 მაისი
  • სამშაბათი, 26 მაისი
  • ოთხშაბათი, 27 მაისი
  • ხუთშაბათი, 28 მაისი
  • პარასკევი, 29 მაისი
  • შაბათი, 30 მაისი
  • კვირა, 31 მაისი
წმინდა წერილების ყოველდღიური განხილვა – 2026
es26 გვ. 47-57

მაისი

პარასკევი, 1 მაისი

ღმერთი ნამდვილად მიუკერძოებელია (რომ. 2:11).

მას შემდეგ, რაც თავისი ხალხი ეგვიპტიდან გამოიყვანა, იეჰოვამ მღვდლები კარავში მსახურებისთვის დანიშნა, სხვა ლევიანები კი მათ დამხმარეებად დააყენა. აღსანიშნავია ისიც, რომ ზოგი ებრაელი კარვის სიახლოვეს იყო დაბანაკებული. მაგრამ ნიშნავდა ეს იმას, რომ იეჰოვა სხვებზე მეტად აქცევდა მათ ყურადღებას? რა თქმა უნდა, არა. ის ხომ მიუკერძოებელი ღმერთია! სინამდვილეში იეჰოვას სიმბოლურ კარავში სტუმრობა ანუ მასთან ახლო ურთიერთობა ყველა ებრაელს ერთნაირად შეეძლო. იეჰოვა განურჩევლად ყველას უწევდა მფარველობას და ხელმძღვანელობას. მაგალითად, მთელ ერს შეეძლო კარვის თავზე დღისით ღრუბლის სვეტის დანახვა, ხოლო ღამით – ცეცხლის სვეტის (გამ. 40:38). როცა ღრუბლის სვეტი დაიძვრებოდა, კარვიდან ყველაზე შორს დაბანაკებულებიც დაინახავდნენ ამას და შეძლებდნენ დროულად აბარგებულიყვნენ და სხვებთან ერთად გასდგომოდნენ გზას (რიცხ. 9:15–23). ეს ჩვენ შემთხვევაშიც ასეა. სადაც არ უნდა ვცხოვრობდეთ, იეჰოვა სიყვარულს, მზრუნველობასა და ყურადღებას არ მოგვაკლებს. w24.06 4 ¶10–12

შაბათი, 2 მაისი

ადექით, გავიქცეთ, თორემ ვერ გადავურჩებით აბესალომს! (2 სამ. 15:14).

როდესაც აბესალომმა მამის ტახტის ხელში ჩაგდება გადაწყვიტა, დავითმა დღევანდელ მუხლში ჩაწერილი სიტყვები უთხრა თავის მსახურებს (2 სამ. 15:12, 13). დავითი მიხვდა, რომ ქალაქში თავისი კაცი სჭირდებოდა, რომელიც აბესალომის გეგმებს შეატყობინებდა. ამიტომ მან ცადოკი და სხვა მღვდლები ქალაქში გააბრუნა (2 სამ. 15:27–29). თუმცა მათ დიდი სიფრთხილე უნდა გამოეჩინათ. ცადოკის გარდა დავითმა დახმარებისთვის თავის კიდევ ერთ მეგობარს, ხუშაის, მიმართა (2 სამ. 15:32–37). მას აბესალომის ნდობა უნდა მოეპოვებინა და ისეთი გეგმა შეეთავაზებინა, რომ დავითს დრო მოეგო. ხუშაი ასეც მოიქცა, შემდეგ კი ცადოკსა და აბიათარს უამბო ყველაფერი, რომ დავითისთვის შეეტყობინებინათ (2 სამ. 17:8–17). ამგვარად, ცადოკმა დავითის სხვა მეგობრებთან ერთად შეძლო მეფის დაცვა (2 სამ. 17:21, 22). w24.07 4, 5 ¶9, 10

კვირა, 3 მაისი

„მოდით და მოვაგვაროთ საქმეები“, – ამბობს იეჰოვა (ეს. 1:18).

ზოგ იეჰოვას მსახურს მოსვენებას არ აძლევს ნათლობამდე თუ ნათლობის შემდეგ დაშვებულ შეცდომებზე ფიქრი. თუ თქვენს შემთხვევაშიც ასეა, გახსოვდეთ: იეჰოვა უდიდესმა სიყვარულმა აღძრა, ჩვენი ცოდვების მისატევებლად გამოსასყიდი გაეღო და მას ძალიან სურს, მივიღოთ ეს საჩუქარი. ის გვარწმუნებს, რომ მას შემდეგ, რაც მასთან „საქმეებს მოვაგვარებთ“, ბოლომდე დაივიწყებს ჩვენს ცოდვებს. მართლაც რამხელა ბედნიერებაა, რომ ისეთ ღმერთს ვემსახურებით, რომელიც ბოლომდე ივიწყებს ჩვენს შეცდომებს, კარგი კი ყოველთვის ახსოვს (ფსალმ. 103:9, 12; ებრ. 6:10). კიდევ რა უნდა გააკეთოთ, თუ მოსვენებას გიკარგავთ წარსულში დაშვებული შეცდომები? ეცადეთ, მთელი ყურადღება იმაზე გადაიტანოთ, რასაც ახლა აკეთებთ იეჰოვასთვის და რის გაკეთებასაც მომავალში შეძლებთ. წარსულის შეცვლა არ შეგვიძლია. ამიტომ მთელი ყურადღება იეჰოვას განდიდებაზე უნდა გადავიტანოთ და იმ კურთხევებზე ვიფიქროთ, რომლებიც წინ გველის. w24.10 8 ¶8, 9

ორშაბათი, 4 მაისი

შეიმოსეთ ახალი პიროვნებით (კოლ. 3:10).

რა ჯობია, თუ ბიბლიაში წაკითხულს საკუთარ თავს უკავშირებთ. თუმცა, თუ ისეთი განცდა გეუფლებათ, რომ ძალიან ბევრ რამეზე გაქვთ სამუშაო, შეიძლება გულიც კი გაგიტყდეთ. მაგალითისთვის მოვიყვანოთ პირობითი სიტუაცია. დავუშვათ, ერთ დღეს ბიბლიის კითხვის დროს ხვდებით რჩევას, რომ არ უნდა იყოთ მიკერძოებული (იაკ. 2:1–8). თქვენც ხედავთ, რომ ამ მხრივ გაუმჯობესება გჭირდებათ და გადაწყვეტილებას იღებთ, რომ გარკვეული ცვლილებები მოახდინოთ. მეორე დღეს კითხულობთ, რამდენად მნიშვნელოვანია, დაფიქრდეთ, რას და როგორ ამბობთ (იაკ. 3:1–12). თქვენ ხვდებით, რომ თქვენი საუბრები ყოველთვის არაა გამამხნევებელი და რაღაც გაქვთ შესაცვლელი. მესამე დღეს კი ბიბლიის კითხვის დროს ხედავთ, რამდენად საშიშია ქვეყნიერებასთან მეგობრობა და იმ დასკვნამდე მიდიხართ, რომ მეტი სიფრთხილით უნდა შეარჩიოთ, რას უყურებთ, რას კითხულობთ და რას უსმენთ (იაკ. 4:4–12). თუ ასე მოხდება, შეიძლება ბოლოს ისეთი განცდაც კი დაგეუფლოთ, რომ ამდენ რამეზე მუშაობას თავს ვერ გაართმევთ. გულს ნუ გაიტეხთ, გახსოვდეთ, რომ „ახალი პიროვნებით“ შემოსვა მუდმივი პროცესია. w24.09 5, 6 ¶11, 12

სამშაბათი, 5 მაისი

წმინდა იყოს თქვენთვის ქრისტე როგორც უფალი და ყოველთვის მზად იყავით, რომ პასუხი გასცეთ მათ, ვინც თქვენი იმედის გამო ახსნა-განმარტებას გთხოვთ, ოღონდ ეს რბილად და პატივისცემით გააკეთეთ (1 პეტ. 3:15).

იესომ იცოდა, რომ იეჰოვა ყველაფერს ხედავდა და მდგომარეობას თავის დროზე გამოასწორებდა. როცა უსამართლობას ვხვდებით, იესოს მსგავსად ჩვენც უნდა დავუკვირდეთ, რას და როდის ვამბობთ. ზოგ შემთხვევაში შეიძლება საკითხი იმდენად უმნიშვნელო იყოს, რომ არც კი ღირდეს რამის თქმა, ზოგ შემთხვევაში კი იმიტომ ვამჯობინოთ გაჩუმება, რომ უფრო არ გავამწვავოთ მდგომარეობა (ეკლ. 3:7; იაკ. 1:19, 20). თუმცა ზოგჯერ შეიძლება ხმის ამოღებაც გახდეს საჭირო. მაგალითად მაშინ, როცა ვხედავთ, რომ ვიღაც აშკარა უსამართლობის მსხვერპლია, ან კიდევ მაშინ, როცა საკუთარი მრწამსი გვაქვს დასაცავი (საქ. 6:1, 2). თუმცა ამ დროს მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, სიმშვიდე შევინარჩუნოთ და პატივისცემით ვისაუბროთ (1 პეტ. 3:15). გარდა ამისა, იესოს მსგავსად ჩვენც მას უნდა ჩავაბაროთ თავი, „ვინც სამართლიანად ასამართლებს“ (1 პეტ. 2:23). w24.11 5, 6 ¶10–12

ოთხშაბათი, 6 მაისი

ასევე ხარობენ ღვთის ანგელოზები ერთი მომნანიებელი ცოდვილის გამო (ლუკ. 15:10).

როცა შემცოდველი ინანიებს, ეს ყველას უზომოდ გვახარებს (ლუკ. 15:7). მართალია, უხუცესები ყველაფერს აკეთებენ მის დასახმარებლად, მაგრამ სინამდვილეში ვისი დამსახურებაა, რომ ის ინანიებს? გახსოვთ, რა დაწერა მოციქულმა პავლემ? „ღმერთმა მისცეს მათ მონანიების საშუალება“ (2 ტიმ. 2:25). ამ მუხლთან დაკავშირებით ბიბლიის სასწავლო გამოცემაში ნათქვამია: „აზროვნებისა და დამოკიდებულების ასეთი ცვლილება რომელიმე ადამიანის კი არა, იეჰოვას დამსახურებით ხდება, რომელიც გზასაცდენილ ქრისტიანს გამოსწორებაში ეხმარება. ამის შემდეგ პავლე საუბრობს ზოგიერთ დადებით შედეგზე, რომელიც მონანიებას მოჰყვება. შემცოდველი ჭეშმარიტების უფრო საფუძვლიან ცოდნას იძენს, რაც, თავის მხრივ, იმაში ეხმარება, რომ გონს მოეგოს და თავი დააღწიოს ეშმაკის მახეებს“ (2 ტიმ. 2:26). მას შემდეგ, რაც შემცოდველი მოინანიებს, უხუცესებმა მასთან სამწყემსო მონახულებები უნდა დაგეგმონ. ამგვარად ისინი მას დაეხმარებიან, აღარ გაებას სატანის მახეში და სწორად მოიქცეს (ებრ. 12:12, 13). w24.08 23 ¶14, 15

ხუთშაბათი, 7 მაისი

იმიტომ კი არ მეძებთ, რომ სასწაულები იხილეთ, არამედ იმიტომ, რომ ძღომამდე ჭამეთ პური (იოან. 6:26).

მეორე დღეს ხალხმა, რომელიც იესომ სასწაულებრივად დააპურა, ნახა, რომ მასაც და მოციქულებსაც იქაურობა დაეტოვებინათ. ამიტომ ტიბერიიდან მომავალ ნავებში ჩასხდნენ და იესოს საძებნელად კაპერნაუმისკენ გაცურეს (იოან. 6:22–24). თუმცა იესოს მოძებნა იმიტომ კი არ უნდოდათ, რომ მეტი გაეგოთ ღვთის სამეფოს შესახებ, არამედ ფიზიკური მოთხოვნილებების დაკმაყოფილება სურდათ. რა გვაძლევს ამის თქმის საფუძველს? დააკვირდით, რა მოხდა, როდესაც ხალხმა იესო კაპერნაუმთან ახლოს იპოვა. იესომ პირდაპირ დაანახა ამ ადამიანებს, რა იყო მათი პრობლემა და მოუწოდა: „ისეთი საზრდოსთვის კი ნუ იშრომებთ, რომელიც ფუჭდება, არამედ ისეთისთვის იშრომეთ, რომელიც მარადიულ სიცოცხლეს მოგიტანთ“ (იოან. 6:26, 27). w24.12 5 ¶8, 9

პარასკევი, 8 მაისი

სიბრძნე კაცის ბაგეს გამჭრიახობას სძენს, მის საუბარს კი დამაჯერებლობას მატებს (იგავ. 16:23).

ძმებო, კარგი მასწავლებელი იმ შემთხვევაში გახდებით, თუ თქვენს მოხსენებებს და თანაქრისტიანებისთვის პირადად მიცემულ რჩევებს ღვთის სიტყვაზე დააფუძნებთ. ამიტომ გულმოდგინედ შეისწავლეთ ბიბლია და ჩვენი პუბლიკაციები (იგავ. 15:28). კარგად დაუკვირდით, როგორ იხსნება ესა თუ ის მუხლი, რათა სწორი პარალელები გაავლოთ. უშუალოდ სწავლების დროს კი თქვენი მიზანი უნდა იყოს, მსმენელის გულამდე მიიტანოთ სათქმელი. ამასთანავე, გამოცდილ უხუცესებსაც ჰკითხეთ რჩევები და შეეცადეთ მათ გათვალისწინებას (1 ტიმ. 5:17). უხუცესებს და-ძმების გამხნევებაც უნდა შეეძლოთ. თუმცა ზოგჯერ მათ რჩევაც უნდა მისცენ და შეაგონონ კიდეც. ნებისმიერ შემთხვევაში ისინი რბილად უნდა მიუდგნენ და-ძმებს. თუ თქვენც ასე მოიქცევით და იმას, რასაც ასწავლით, ყოველთვის ღვთის სიტყვაზე დააფუძნებთ, დიდებულ მოძღვარს, იესოს, მიჰბაძავთ და უკეთესი მასწავლებელი გახდებით (მათ. 11:28–30; 2 ტიმ. 2:24). w24.11 24 ¶16

შაბათი, 9 მაისი

უამბეთ მისი სიდიადის შესახებ ერებს (ფსალმ. 96:3).

ფსალმუნები იეჰოვას ხალხს მოუწოდებს: „უგალობეთ იეჰოვას“, „ადიდეთ მისი სახელი“, „ახარეთ, რომ ის მხსნელია“ და „უამბეთ მისი სიდიადის შესახებ ერებს“ (ფსალმ. 96:1–3). ეს სიტყვები იმაზე მიგვანიშნებს, თუ როგორ შეგვიძლია განვადიდოთ საუბრით ჩვენი ზეციერი მამა (საქ. 4:29). იეჰოვას განდიდება ჩვენი შესაწირავებითაც შეგვიძლია. იეჰოვას თაყვანისმცემლები ოდითგანვე პატივს მიაგებდნენ მას თავიანთი შესაწირავებით (იგავ. 3:9). მაგალითად, ისრაელები ტაძრის ასაშენებლად და შესაკეთებლად შესაწირავს იღებდნენ (2 მეფ. 12:4, 5; 1 მატ. 29:3–9). მოგვიანებით მოწაფეებიც „არ იშურებდნენ სახსრებს“ იესოსა და მისი მოციქულების დასახმარებლად (ლუკ. 8:1–3). ამასთანავე, პირველი საუკუნის ქრისტიანები გასაჭირში მყოფი და-ძმებისთვის შესაწირავს აგროვებდნენ და მათ უგზავნიდნენ (საქ. 11:27–29). დღეს ჩვენც შეგვიძლია დიდება მივაგოთ იეჰოვას ნებაყოფლობითი შესაწირავებით. w25.01 4 ¶8; 5 ¶11

კვირა, 10 მაისი

ვინ აუკრძალავს ამათ წყალში მონათვლას? (საქ. 10:47).

რამ გაუადვილა კორნელიუსს მონათვლა? როგორც ბიბლიიდან ვიგებთ, „ის და მისი შინაურები მორწმუნეები და ღვთისმოშიშები იყვნენ“. გარდა ამისა, კორნელიუსი „ყოველთვის მხურვალედ ლოცულობდა ღვთის წინაშე“ (საქ. 10:2). ამიტომ, როცა პეტრემ მას სასიხარულო ცნობა გაუცხადა, მანაც და მისმა ოჯახმაც ირწმუნეს ქრისტე და მოინათლნენ (საქ. 10:47, 48). ეჭვგარეშეა, კორნელიუსი მზად იქნებოდა, ნებისმიერი რამ შეეცვალა ცხოვრებაში, რათა ოჯახთან ერთად ეცა თაყვანი იეჰოვასთვის (იეს. 24:15; საქ. 10:24, 33). კორნელიუსისთვის ხელი არ შეუშლია მაღალ მდგომარეობას, რომ მონათლულიყო და ქრისტიანი გამხდარიყო. თქვენც ხომ არ გიწევთ დიდი ცვლილებების მოხდენა იმისთვის, რომ მოინათლოთ? თუ ასეა, გახსოვდეთ, იეჰოვა ყოველთვის თქვენ გვერდით იქნება. ის დაგეხმარებათ, ბიბლიური პრინციპების თანახმად იცხოვროთ და მისი თაყვანისმცემელი გახდეთ. w25.03 5 ¶12, 13

ორშაბათი, 11 მაისი

წმინდის შემბღალავ . . . ზღაპრებს ყურს ნუ ათხოვებ (1 ტიმ. 4:7).

თუ ორგანიზაციის ან ხელმძღვანელი ძმების შესახებ რაიმე უარყოფით ინფორმაციას გაიგებთ, გახსოვდეთ, რომ მსგავსი რამ პირველ საუკუნეშიც ხდებოდა. მეტიც, ნაწინასწარმეტყველებიც იყო, რომ ღვთის ხალხი დევნას შეხვდებოდა და მათ ყოველგვარ უმსგავსობას დააბრალებდნენ (მათ. 5:11, 12). თუმცა გავრცელებული სიცრუის მსხვერპლი რომ არ გავხდეთ, ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, ვინ დგას მის მიღმა და შესაბამისი ზომებიც მივიღოთ თავის დასაცავად. მოდი ვნახოთ, კონკრეტულად რისი გაკეთება შეგვიძლია. ყურს ნუ ათხოვებთ სიცრუეს. პავლემ ნათელი მითითებები მისცა ქრისტიანებს, თუ როგორ მოქცეულიყვნენ, როცა სიცრუეს მოისმენდნენ. მან ტიმოთეს ასეთი რამ მისწერა: „[უბრძანე] ზოგიერთებს, . . ყური არ დაუგდონ ზღაპრებს“ (1 ტიმ. 1:3, 4). ჩვენ კარგად გვესმის, ვინ დგას სიცრუის მიღმა, ამიტომ არასდროს ვუგდებთ ყურს სატანის მიერ მოგონილ „ზღაპრებს“. პირიქით, ყველანაირად ვცდილობთ, „ჯანსაღ მოძღვრებას“ ჩავეჭიდოთ (2 ტიმ. 1:13). w24.04 11 ¶16; 13 ¶17

სამშაბათი, 12 მაისი

პირფერობითა და მლიქვნელობით შეცდომაში შეჰყავთ გულუბრყვილოები (რომ. 16:18).

ნუ ჩამოშორდებით იეჰოვას ერთგულ მსახურებს. იეჰოვას სურს, რომ მისი ხალხი ერთსულოვნად სცემდეს თაყვანს. ამას კი მხოლოდ იმ შემთხვევაში შევძლებთ, თუ მტკიცედ ვიდგებით ჭეშმარიტების მხარეს. ამიტომ, როგორც იეჰოვა გვაფრთხილებს, უნდა ვერიდოთ მათთან ურთიერთობას, ვინც ზურგს აქცევს ჭეშმარიტებას და კრებაში განხეთქილება შემოაქვს (რომ. 16:17). თუ გვინდა, რომ რწმენა არ შეგვერყეს და იეჰოვასთან ახლო ურთიერთობა შევინარჩუნოთ, უნდა შეგვეძლოს სიმართლის სიცრუისგან გარჩევა და ჭეშმარიტების მხარეს მტკიცედ დგომა (ეფეს. 4:15, 16). ამ შემთხვევაში ვერც ცრუმოძღვრებები და ვერც სატანის პროპაგანდა ვერ შეგვიყვანს შეცდომაში და არც „დიდი გასაჭირის“ დროს გაგვიჭირდება იეჰოვას ხელმძღვანელობის მიყოლა. ასე რომ, კვლავაც მტკიცედ იდექით ჭეშმარიტების მხარეს, და „მშვიდობის ღმერთიც თქვენთან იქნება“ (ფილ. 4:8, 9). w24.07 13 ¶16, 17

ოთხშაბათი, 13 მაისი

ქრისტემ ერთხელ შესწირა მსხვერპლი ცოდვებისგან სამუდამოდ გამოსასყიდად (ებრ. 10:12).

იესომ კარგად იცოდა, რომ კაცობრიობის ყველა უბედურების თავი და თავი ცოდვა იყო. ამიტომ, როცა დედამიწაზე მოვიდა, განსაკუთრებულ ყურადღებას სწორედ მათ აქცევდა და მათ სთავაზობდა მის მიმდევრობას, ვისაც ცოდვის გამო გული ჰქონდა დამძიმებული. მან ასეთი შედარება მოიყვანა: „ექიმი ჯანმრთელებს კი არა, ავადმყოფებს სჭირდებათ“. შემდეგ კი დასძინა: „მე მოვედი არა მართალთა, არამედ ცოდვილთა მოსახმობად“ (მათ. 9:12, 13). იესო ზუსტად ასე იქცეოდა. მაგალითად, ყველა ცოდვა მიუტევა ქალს, რომელიც ცრემლებით უსველებდა ფეხებს, და ჭეშმარიტება გაუმხილა სამარიელ ქალს, რომელიც უზნეო ცხოვრებით ცხოვრობდა (ლუკ. 7:37–50; იოან. 4:7, 17–19, 25, 26). ღმერთმა მას ცოდვის საბოლოო შედეგის, სიკვდილის, დამარცხების ძალაც მისცა, ამიტომ ის მკვდრებსაც აღადგენდა (მათ. 11:5). w24.08 4 ¶9, 10

ხუთშაბათი, 14 მაისი

ის სამართლიანად გაასამართლებს დედამიწის მკვიდრთ და ერთგულებით – ხალხებს! (ფსალმ. 96:13).

იეჰოვა ახლო მომავალში თავის მტრებზე სამართლიან განაჩენს აღასრულებს და ამგვარად თავის სახელს განადიდებს. მალე ღმერთი გაანადგურებს „დიდ ბაბილონს“, რომელმაც შებღალა მისი წმინდა სახელი (გამოცხ. 17:5, 16; 19:1, 2). ზოგი, ვინც ამ მოვლენას მოესწრება, შესაძლოა შემოგვიერთდეს და იეჰოვას თაყვანისმცემელი გახდეს. საბოლოოდ არმაგედონის ომში იეჰოვა გაანადგურებს სატანის ბოროტ ქვეყნიერებას ანუ ყველას, ვინც მას ეწინააღმდეგება და მის სახელს შეურაცხყოფს. მათ კი იხსნის, ვინც ემორჩილებიან მას, უყვართ ის და სიხარულს ჰგვრით მისი განდიდება (მარ. 8:38; 2 თეს. 1:6–10). ქრისტეს ათასწლიანი მმართველობის ბოლოს კი, როცა კაცობრიობა საბოლოოდ გამოიცდება, იეჰოვა სრულად განწმენდს თავის სახელს (გამოცხ. 20:7–10). მაშინ „იეჰოვას სიდიადის შესახებ ცოდნა აავსებს დედამიწას ისე, როგორც წყალი ავსებს ზღვას“ (აბაკ. 2:14). წარმოიდგინეთ, როგორი ბედნიერები ვიქნებით, როცა ყველა საკადრის დიდებას მივაგებთ ღვთის სახელს. w25.01 7 ¶15, 16

პარასკევი, 15 მაისი

მოითმინეთ, რათა ეს ისევ თქვენს აღზრდას მოემსახუროს (ებრ. 12:7).

რა გაუადვილებდა ებრაელ ქრისტიანებს დევნის მოთმინებით ატანას? მარტივად თუ ვიტყვით, სწორი ხედვა. ამიტომ მოციქულმა პავლემ მათ აუხსნა, რომ განსაცდელები ქრისტიანის პიროვნულ ზრდას ემსახურებოდა და ღვთისმოსაწონი თვისებების განვითარებასა და დახვეწაში ეხმარებოდა. დიახ, თუ ებრაელი ქრისტიანები განსაცდელების დადებით მხარეზე გადაიტანდნენ ყურადღებას, გაუადვილდებოდათ მათი მოთმინებით ატანა (ებრ. 12:11). პავლემ საკუთარი გამოცდილებით იცოდა, რა იყო საჭირო იმისთვის, რომ განსაცდელების დროს ქრისტიანს არ შეშინებოდა და მხნეობა არ დაეკარგა. მან კარგად უწყოდა, რისი ატანა უწევდათ ქრისტიანებს, რადგან ერთ დროს თვითონაც მდევნელი იყო. თანაც გაქრისტიანების შემდეგ თავადაც არაერთხელ გახდა დევნის ობიექტი (2 კორ. 11:23–25). w24.09 12, 13 ¶16, 17

შაბათი, 16 მაისი

იფხიზლეთ (მათ. 25:13).

რატომ შეიძლება იმის თქმა, რომ სამქადაგებლო საქმე დღითი დღე უფრო გადაუდებელი ხდება? მიზეზი ისაა, რომ დრო იწურება (რომ. 13:11). როგორც იესომ იწინასწარმეტყველა, აღსასრულის დადგომამდე სასიხარულო ცნობა უნდა ეუწყოს ყველა ხალხს (მათ. 24:14; მარ. 13:10). თანაც იეჰოვას დადგენილი აქვს „დღე და საათი“, როცა სატანის ბოროტ ქვეყნიერებას ბოლო უნდა მოუღოს (მათ. 24:36; საქ. 1:7). ამიტომ სანამ ის დღე დადგება, მთელი შემართებით უნდა ვიქადაგოთ. რაკი მსახურებაზე ვსაუბრობთ, დავფიქრდეთ, საერთოდ რატომ ვქადაგებთ? იმიტომ რომ გვიყვარს ჭეშმარიტება, ადამიანები და, რაც მთავარია, იეჰოვა. w24.05 14 ¶2, 3

კვირა, 17 მაისი

დაინახა ღმერთმა ყველაფერი, რაც შექმნა, და აი, ყოველივე ძალიან კარგი იყო (დაბ. 1:31).

მშობლებო, წაახალისეთ თქვენი შვილი, დააკვირდეს ბუნებას. როცა შვილთან ერთად ქალაქგარეთ ხართ ან ბაღჩაში ფუსფუსებთ, დააფიქრეთ ის ბუნებაში არსებული ფორმების სიმეტრიულობაზე. რატომ ღირს ამის გაკეთება? მსგავს ფორმებში ხომ დიდი ინტელექტი ჩანს და აშკარად მიანიშნებს შემოქმედის არსებობაზე. მაგალითად, ავიღოთ სპირალური ფორმები, რომლებსაც მეცნიერები წლებია, სწავლობენ. როგორც ბიოფიზიკოსი ნიკოლა ფამელი აღნიშნავს, თუ ბუნებაში არსებული სპირალური ფორმების სპირალების რაოდენობას გამოვთვლით, გარკვეულ კანონზომიერებას დავინახავთ. ეს კანონზომიერება „ფიბონაჩის მიმდევრობის“ სახელითაა ცნობილი. ასეთ ფორმებს ბუნებაში ბევრგან ვხვდებით, მაგალითად, ზოგიერთ გალაქტიკაში, ლოკოკინის ნიჟარის აგებულებაში, მცენარის ფოთლების განლაგებაში თუ მზესუმზირის მარცვლების წყობაში. w24.12 16 ¶7

ორშაბათი, 18 მაისი

მან მოგცათ სიცოცხლე (კან. 30:20).

მოსესთან, დავითთან და იოანესთან ბევრი საერთო გვაქვს, მიუხედავად იმისა, რომ დღეს სულ სხვა დროა და რადიკალურად განსხვავებულ გარემოში გვიწევს ცხოვრება. მათსავით ჩვენც იეჰოვას ვემსახურებით, ვლოცულობთ, მასზე ვამყარებთ იმედს და მის ხელმძღვანელობას მივყვებით. თანაც დარწმუნებული ვართ, რომ მორჩილების შემთხვევაში იეჰოვა უხვად გვაკურთხებს. მოდი ყველამ გავითვალისწინოთ ამ მამაკაცების რჩევები და დავემორჩილოთ იეჰოვას. ამ შემთხვევაში, მისი დაპირებისამებრ, ყველაფერში ხელი მოგვემართება. ჩვენ მხოლოდ რამდენიმე ასეული წელი კი არა, მარადიულად გავიხარებთ ცხოვრებით. თანაც სიხარულს მოგვგვრის იმის ცოდნა, რომ გულს ვუხარებთ ჩვენს მოსიყვარულე ზეციერ მამას. დარწმუნებული იყავით, რომ იეჰოვა შეასრულებს ყველა ამ დაპირებას და იმაზე მეტსაც გააკეთებს, ვიდრე ამის წარმოდგენა შეგვიძლია (ეფეს. 3:20). w24.11 13 ¶20, 21

სამშაბათი, 19 მაისი

ღმერთმა კრებაში [ზოგს] . . . უბოძა სხვების მომსახურების . . . ძღვენი (1 კორ. 12:28).

პირველ საუკუნეში კრებაში ზოგი ძმა მომსახურედ მსახურობდა (1 ტიმ. 3:8). როგორც ჩანს, სწორედ მათზე დაწერა პავლემ, რომ სხვების მომსახურების ძღვენი ჰქონდა. ისინი ბევრ საქმეს აკეთებდნენ კრებაში, რათა უხუცესებს მთელი აქცენტი სხვების სწავლებასა და დამწყემსვაზე გადაეტანათ. მაგალითად, შესაძლოა ისინი მონაწილეობას იღებდნენ წმინდა წერილების გადაწერაში ან კიდევ საწერ მასალას ყიდულობდნენ. მომსახურეები კრებებში დღესაც არაერთ მნიშვნელოვან დავალებას ასრულებენ (1 პეტ. 4:10). მაგალითად, მათ შეიძლება დაევალოთ კრების საფინანსო ანგარიშების წარმოება, უბნების განაწილება, ლიტერატურის შეკვეთა და და-ძმებისთვის მიწოდება, კრების აპარატურის მართვა, მომწესრიგებლად მსახურება და დარბაზში რაიმეს შეკეთება თუ მოვლა-პატრონობა. ფაქტია, თუ ეს საქმეები არ შესრულდა, კრება სრულფასოვნად ვერ იფუნქციონირებს (1 კორ. 14:40). w24.10 19 ¶4, 5

ოთხშაბათი, 20 მაისი

ყველაფრის ძალა შემწევს ჩემი განმამტკიცებლის დახმარებით (ფილ. 4:13).

თუ ყოველთვის გვემახსოვრება, რომ იეჰოვა ცოცხალი ღმერთია და მზად არის, დაგვეხმაროს, ნებისმიერ სირთულესთან გამკლავებას შევძლებთ. ის ხომ ყოვლისშემძლეა. ამიტომ სირთულეების პირისპირ არაფერმა უნდა შეგვაშინოს. იეჰოვასადმი ნდობას ისიც განგვიმტკიცებს, თუ პატარ-პატარა სირთულეების დროს გამოვცდით, როგორ გვეხმარება ის. განვიხილოთ, რამ განუმტკიცა ახალგაზრდობაში დავითს იეჰოვასადმი ნდობა. როცა ის მამის ფარას მწყემსავდა, ერთხელ დათვმა გაიტაცა ცხვარი, მეორეჯერ კი – ლომმა. მან ორივეჯერ დაიხსნა ცხვარი, მაგრამ აზრადაც არ მოსვლია, რომ იეჰოვას დახმარების გარეშე დამოუკიდებლად შეძლო ეს (1 სამ. 17:34–37). დავითი ამ შემთხვევებზე ხშირად ფიქრობდა. სწორედ ამან შემატა იმის რწმენა, რომ იეჰოვა სხვა დროსაც მის გვერდით იქნებოდა. w24.06 21 ¶5, 6

ხუთშაბათი, 21 მაისი

მოსმენამდე პასუხის გაცემა უგუნურებაა და თავის დამცირება (იგავ. 18:13).

დავუშვათ, სადმე გეპატიჟებიან. როგორ უნდა გადაწყვიტოთ, წახვალთ თუ არა? მაგალითად, თუ არ იცნობთ ორგანიზატორს ან არ იცით, რა არის დაგეგმილი, ღირს შემდეგ კითხვებზე პასუხების გაგება: სად და როდის არის დაგეგმილი შეკრება? ვინ და რამდენი ადამიანი იქნებით? ვინ გააკონტროლებს სიტუაციას? რას გააკეთებთ? იქნება თუ არა ალკოჰოლური სასმელები? მსგავს კითხვებზე დაფიქრება ნამდვილად დაგეხმარებათ, ღვთისმოსაწონი გადაწყვეტილება მიიღოთ. საჭირო ინფორმაციის მიღების შემდეგ ეცადეთ, მთლიანი სურათი დაინახოთ. ეს გონივრული გადაწყვეტილების მიღებაში დაგეხმარებათ. მოდი ისევ იმ მაგალითს დავუბრუნდეთ. როგორ მოიქცევით, თუ გაიგებთ, რომ დაპატიჟებულებს შორის ისეთი ადამიანებიც იქნებიან, რომლებიც არ ცხოვრობენ ბიბლიური ნორმებით, ან არავინ იქნება ისეთი, ვინც თვალს ადევნებს, ვინ რამდენს სვამს? ხომ არ არსებობს იმის საშიშროება, რომ გართობამ უკონტროლო სახე მიიღოს? (1 პეტ. 4:3). მას შემდეგ, რაც სრულ სურათს დაინახავთ, შეძლებთ გონივრული გადაწყვეტილების მიღებას. w25.01 15 ¶4, 5

პარასკევი, 22 მაისი

ალისფერიც რომ იყოს თქვენი ცოდვები, თოვლივით გათეთრდება (ეს. 1:18).

ბიბლიიდან კარგად ჩანს, რა საფუძვლიანად ხდება ცოდვის ლაქის მოშორება. ქსოვილიდან ალისფერი ლაქის ამოყვანა საკმაოდ რთულია. თუმცა როგორც იეჰოვა გვარწმუნებს, მისთვის არანაირ სირთულეს არ წარმოადგენს, ისე გაათეთროს ჩვენი ცოდვები, რომ საერთოდ შეუმჩნეველი გახდეს. ბიბლია ცოდვებს ვალებსაც ადარებს (მათ. 6:12; ლუკ. 11:4). ჩვენ მემკვიდრეობად დიდი ვალი გვერგო და ყოველ ჯერზე, როცა რამეს ვაშავებთ, ეს ვალი კიდევ უფრო იზრდება. აშკარაა, იეჰოვასი ყველას ძალიან ბევრი გვმართებს. თუმცა როცა ის გვპატიობს, „ანულებს“ ჩვენს ვალს და მის გადახდას აღარასდროს გვთხოვს. მართლაც, რამხელა შვებას ვგრძნობთ, როცა იეჰოვა გვპატიობს! w25.02 9, 10 ¶9, 10

შაბათი, 23 მაისი

შვილები კი არ უნდა უგროვებდნენ ქონებას მშობლებს, არამედ მშობლები – შვილებს (2 კორ. 12:14).

ასაკში შეიძლება მშობლებს დასჭირდეთ შვილების დახმარება და ბევრი შვილი მხარში უდგას კიდეც ასაკოვან მშობლებს (1 ტიმ. 5:4). და მაინც, მშობლების მთავარი მიზანი ის უნდა იყოს, რომ შვილები ღვთის მსახურებად აღზარდონ და არა ის, რომ ფინანსური გარანტიები შეიქმნან საპენსიო ასაკისთვის. სწორედ ეს მოუტანს მათ დიდ სიხარულს (3 იოან. 4). მშობლებო, მოამზადეთ შვილები იმისთვის, რომ მომავალში თავად შეძლონ საკუთარი თავის რჩენა. ამავე დროს პირადი მაგალითით ასწავლეთ, რამდენად მნიშვნელოვანია იეჰოვასადმი ნდობა. პატარაობიდანვე დაანახეთ შრომის ფასი (იგავ. 29:21; ეფეს. 4:28). ყველანაირად შეუწყვეთ ხელი, რომ სკოლაში კარგად ისწავლონ. გამოიკვლიეთ შესაბამისი ბიბლიური პრინციპები, რომ შვილებს განათლებასთან დაკავშირებით სწორი გადაწყვეტილების მიღებაში დაეხმაროთ. თქვენი მიზანი ის უნდა იყოს, რომ მათ საკუთარი თავის რჩენაც შეძლონ და აქტიურად მსახურებაც. w25.03 30, 31 ¶15,16.

კვირა, 24 მაისი

შეიმოსეთ ახალი პიროვნებით (ეფეს. 4:24).

წინასწარმეტყველმა ესაიამ აღწერა, როგორი იქნებოდა სულიერი სამოთხე. ეს წინასწარმეტყველება, რომელიც ესაიას 65-ე თავშია ჩაწერილი, თავდაპირველად ძვ. წ. 537 წელს შესრულდა. იმ დროს ბაბილონის ტყვეობიდან გათავისუფლებული იუდეველები სამშობლოში დაბრუნდნენ. იეჰოვამ აკურთხა თავისი ხალხი და დაეხმარა, აღედგინათ როგორც იერუსალიმი, ისე ტაძარი, რომელიც კვლავ წმინდა თაყვანისმცემლობის ცენტრი გახდებოდა (ეს. 51:11; ზაქ. 8:3). ჩვენს დროში ესაიას წინასწარმეტყველების შესრულება 1919 წელს დაიწყო, როცა იეჰოვას თაყვანისმცემლები „დიდი ბაბილონის“ ტყვეობიდან გათავისუფლდნენ. მას შემდეგ სულიერი სამოთხის საზღვრები სულ უფრო ფართოვდება. სამეფოს მქადაგებლებმა მსოფლიო მასშტაბით არაერთი კრება ჩამოაყალიბეს. ისინი თავადაც იმოსებოდნენ „ახალი პიროვნებით, რომელიც შექმნილია ღვთის ნების თანახმად“ და სხვებსაც ეხმარებოდნენ ამაში. w24.04 20, 21 ¶3, 4

ორშაბათი, 25 მაისი

თითოეული თავის სატარებელს ატარებს (გალ. 6:5).

ზოგ კულტურაში მიღებულია, რომ მშობლებმა, მეგობრებმა ან სხვა უფროსი ასაკის ადამიანებმა შეურჩიონ დაუქორწინებლებს მომავალი მეუღლე და შემდეგ ერთმანეთს გააცნონ. თუ თქვენც გთხოვენ მსგავსი რამის გაკეთებას, შეეცადეთ, ორივე მხარის შეხედულებები და საჭიროებები გაითვალისწინოთ. ხოლო, თუ ფიქრობთ, რომ შესაფერისი ადამიანი იპოვეთ, დააკვირდით, რამდენად მოწიფულია სულიერად და როგორი თვისებები აქვს. ეს გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე განათლება თუ მატერიალური და სოციალური მდგომარეობა. თუმცა არ უნდა დაგავიწყდეთ, რომ ნებისმიერ შემთხვევაში საბოლოო გადაწყვეტილება თავად წყვილმა უნდა მიიღოს. w24.05 23 ¶11

სამშაბათი, 26 მაისი

ნამდვილ მეგობარს ყოველთვის ეყვარები (იგავ. 17:17).

თუ გვინდა, მათ გრძნობებს გავუფრთხილდეთ, ვინც ერთმანეთს ეცნობიან, უნდა გავაკონტროლოთ, რას ვამბობთ (იგავ. 12:18). ეს იმას ნიშნავს, რომ წინ არ გავუსწროთ მოვლენებს და მათ მივცეთ იმის შესაძლებლობა, მაშინ უთხრან სხვებს თავიანთი ურთიერთობის შესახებ, როცა თავად მოისურვებენ. ჩვენ არც იმის უფლებას მივცემთ საკუთარ თავს, რომ მათზე უარყოფითად და კრიტიკულად ვისაუბროთ (იგავ. 20:19; რომ. 14:10; 1 თეს. 4:11). ამასთანავე, თუ თავად წყვილს არ გადაუწყვეტია დაქორწინება, ჩვენ არ წამოვიწყებთ მათი ქორწინების თემაზე საუბარს და ზედმეტ კითხვებსა და კომენტარებს მოვერიდებით. თუ წყვილი ურთიერთობის შეწყვეტას გადაწყვეტს, ყველანაირად უნდა მოვერიდოთ პირადი კითხვების დასმას და რომელიმე მხარის დაკავებას (1 პეტ. 4:15). კიდევ ერთი, რის გაკეთებასაც უნდა ვეცადოთ, მათ გვერდში დგომაა. ფაქტია, თუ წყვილი დაშორდა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მათ არასწორი ნაბიჯი გადადგეს. პირიქით, ეს იმაზე მიანიშნებს, რომ გაცნობა თავის მიზანს მოემსახურა. თუმცა დაშორება შეიძლება მაინც მტკივნეული ნაბიჯი იყოს. ამიტომ ყველანაირად უნდა ვეცადოთ, მხარში ამოვუდგეთ მათ. w24.05 31 ¶15, 16

ოთხშაბათი, 27 მაისი

თუ გაჭირვების დროს გული გაგიტყდება, ძალა გამოგეცლება (იგავ. 24:10).

როცა ოჯახის წევრი ან ახლო მეგობარი ზურგს აქცევს იეჰოვას, ეს ენით აუწერელ ტკივილს გვაყენებს (ფსალმ. 78:40). შეიძლება ითქვას, რომ ეს ერთ-ერთი ურთულესი განსაცდელია ქრისტიანის ცხოვრებაში. ამ რეალობისთვის თვალის გასწორება განსაკუთრებით მაშინ შეიძლება გაგვიჭირდეს, თუ ამ ადამიანთან ძალიან ახლო ურთიერთობა გვქონდა. მსგავსი რამის ატანა ცადოკსაც მოუწია. მისი ერთგულების მაგალითი ჩვენთვისაც გამამხნევებელი იქნება. როცა დავითი სიკვდილის პირას იყო, მისმა ვაჟმა, ადონიამ, მამის ტახტის ხელში ჩაგდება განიზრახა. არადა იეჰოვას მეფობა სოლომონისთვის ჰქონდა აღთქმული (1 მატ. 22:9, 10). ამ დროს ცადოკის ახლო მეგობარი, აბიათარი, ადონიას მიემხრო და, ამგვარად, მხოლოდ დავითსა და ცადოკს კი არა, იეჰოვასაც უღალატა (1 მეფ. 1:5–8). არადა აბიათარსა და ცადოკს ორმოცწლიანი მეგობრობა აკავშირებდათ (2 სამ. 8:17; 15:29; 19:11–14). w24.07 6 ¶14, 15

ხუთშაბათი, 28 მაისი

ბედნიერია კაცი, რომელიც მუდამ ფრთხილობს (იგავ. 28:14).

თუ ყველანაირად ვეცდებით სიფხიზლის შენარჩუნებას, შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ ძალისხმევა დაგვიფასდება. იეჰოვამ ისე შეგვქმნა, რომ ნამდვილ ბედნიერებას მისი ნორმებით ცხოვრება გვანიჭებს, რასაც ვერც კი შეედრება „წარმავალი ხორციელი სიამე“ (ებრ. 11:25; დაბ. 1:27; ფსალმ. 19:8). თანაც, როცა იეჰოვას ნორმების თანახმად ვცხოვრობთ, სუფთა სინდისი და იმის იმედი გვაქვს, რომ ერთ დღესაც მარადიული ცხოვრებით გავიხარებთ (1 ტიმ. 6:12; 2 ტიმ. 1:3; იუდ. 20, 21). ფაქტია, სისუსტეებთან ბრძოლა არ არის მარტივი (მათ. 26:41). თუმცა ამ ბრძოლაში მარტო არ ვართ, იეჰოვა ჩვენ გვერდითაა. როგორც 2 კორინთელების 4:7-დან ვიგებთ, იეჰოვა მზადაა, მოგვცეს „ძალა, რომელიც ჩვეულებრივს აღემატება“. ეს იმაზე მიანიშნებს, რომ ამ ბრძოლაში წარმატების მისაღწევად ჩვეულებრივი ძალაცაა საჭირო და აღმატებულიც, ანუ ჩვენი გასაკეთებელი ჩვენ უნდა გავაკეთოთ და არასდროს მოვადუნოთ სიფხიზლე. ამ შემთხვევაში იეჰოვა, დაპირებისამებრ, საჭირო დროს აღმატებულ ძალას მოგვცემს (1 კორ. 10:13). ასე რომ, ეჭვი არ შეგეპაროთ, იეჰოვას დახმარებით ყველაფერი გამოგივათ! w24.07 19 ¶19–21

პარასკევი, 29 მაისი

შემცოდველი ყველას წინაშე შეაგონე (1 ტიმ. 5:20).

პავლემ ტიმოთეს მისწერა, რომ შემცოდველი „ყველას წინაშე“ შეეგონებინა. რა იგულისხმა მან ამ სიტყვებში? როგორც ჩანს, მაინცდამაინც ის არა, რომ მთელი კრების წინაშე გაეკეთებინა ეს. ის უფრო მათ გულისხმობდა, ვინც უკვე იცოდა ამ ცოდვის შესახებ. მაგალითად, ვინც შეესწრო მომხდარს ან თავად შემცოდველმა გაანდო. აქედან გამომდინარე, უხუცესები მხოლოდ მათ ჩააყენებენ საქმის კურსში, ვინც გარკვეულ ინფორმაციას ფლობს ჩადენილი ცოდვის შესახებ და ეტყვიან, რომ შემცოდველს სულიერი დახმარება აღმოუჩინეს. ზოგჯერ ჩადენილი ცოდვის შესახებ კრებაში შეიძლება ბევრმა გაიგოს ან დიდი იყოს იმის ალბათობა, რომ მოგვიანებით გაიგებენ. ამ შემთხვევაში სიტყვებში, „ყველას წინაშე“, მთელი კრება უნდა ვიგულისხმოთ. შესაბამისად, უხუცესები კრებაში განცხადებას გააკეთებენ, რომ ქრისტიანმა შეგონება მიიღო. რა არის ამ განცხადების მიზანი? როგორც პავლემ თქვა, ეს „ჭკუის სასწავლებელი“ იქნება სხვებისთვის, რომ მათაც იფრთხილონ. w24.08 24 ¶16, 17

შაბათი, 30 მაისი

ეს ღვთის სარწმუნო სიტყვებია (გამოცხ. 19:9).

მნიშვნელოვანია, აღსასრულამდე გულმოდგინედ ვემსახუროთ იეჰოვას. ზეციერი ჯილდოს მისაღებად ცხებულებმა უნდა იფხიზლონ. ამ შემთხვევაში ისინი დაჯილდოვდებიან და იესო მათ ზეცაში წაიყვანს, არმაგედონის შემდეგ კი საქორწილო ვახშამზე თავიანთ ნეფესთან ერთად გაიხარებენ (მათ. 24:40; 2 თეს. 2:1). მართალია, სასამართლო მალე გაიმართება, მაგრამ ჩვენ შიშის მიზეზი არ გვაქვს. თუ ერთგულები ვიქნებით, ჩვენი მოსიყვარულე ზეციერი მამა მოგვცემს „ძალას, რომელიც ჩვეულებრივს აღემატება“ და შევძლებთ „[წარვდგეთ] კაცის ძის წინაშე“ (2 კორ. 4:7; ლუკ. 21:36). მთავარია, ყველამ, ზეცაში ცხოვრების იმედი გვაქვს თუ დედამიწაზე, ყურად ვიღოთ იესოს გაფრთხილებები. ამ შემთხვევაში გულს გავუხარებთ იეჰოვას და ჩვენი სახელები „[სიცოცხლის] წიგნში იქნება ჩაწერილი“ (დან. 12:1; გამოცხ. 3:5). w24.09 25 ¶19, 20

კვირა, 31 მაისი

ჩემთვის კარგია ღმერთთან დაახლოება (ფსალმ. 73:28).

უარყოფით გრძნობებთან გამკლავებაში ღვთის სიტყვა დიდ დახმარებას გაგიწევთ. დაფიქრდით იმაზე, რასაც პირადად თქვენ ფლობთ. მაგალითად, რა უნდა იყოს იმის ფასი, რომ იეჰოვა კეთილგანწყობილია თქვენდამი და მხარს გიჭერთ?! ქვეყნიერებაში ადამიანებს შეიძლება, ერთი შეხედვით, ყველაფერი აწყობილი ჰქონდეთ, მაგრამ მათ მომავლის იმედი არ გააჩნიათ. თქვენ კი იეჰოვა ისეთ მომავალს გპირდებათ, რომლის წარმოდგენაც ადამიანის გონებას გაუჭირდება (ფსალმ. 145:16). დაფიქრდით იმაზეც, რომ სინამდვილეში ვერავინ ვიტყვით, როგორ წარიმართებოდა ჩვენი ცხოვრება, განსხვავებული არჩევანი რომ გაგვეკეთებინა. თუმცა ერთი რამ უცვლელია: ვინც იეჰოვასა და მოყვასის სიყვარულით დგამს რაიმე ნაბიჯს, არასდროს აგებს! w24.10 27 ¶12, 13

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2026 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება